საველე ენათმეცნიერება
0 commentsენათმეცნიერების სხვა ქვედარგებისგან განსხვავებით, საველე ენათმეცნიერება თეორიულ დისციპლინას არ წარმოადგენს. მისი მთავარი დანიშნულებაა საწყისი ლინგვისტური მონაცემების მოგროვება იმ ენებისა ან ენობრივი ვარიაციების შესახებ, რომლებიც ნაკლებად შესწავლილია.
“საველე პირობებში მუშაობა” გულისხმობს მონაცემების ბუნებრივ გარემოში მოგროვებას. ლინგვისტიც საველე მუშაობას ბუნებრივ გარემოში ასრულებს, კერძოდ, იქ სადაც განთავსებულია მისი კვლევის ობიექტი.
“კვლევის ობიექტს” კი ესა თუ ის ენა, დიალექტი ან ენობრივი ვარიაცია წარმოადგენს. ლინგვისტი იკვლევს ამა თუ იმ ენას იქ, სადაც ცხოვრობს მასზე მოლაპარაკე ხალხი, მუშაობს რეალურ ადამიანებთან და თვითონ მონაწილეობს მონაცემების მოგროვების პროცესში. მონაცემების მოგროვება კი, ხდება ჩანაწერების შექმნისა და კითხვების დასმის გზით.
‘ენის’ ტერმინის განმარტებაც საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგანაც არ არსებობს ენა/ენები ვარიაციის გარეშე და თვით ენაშიც კი სხვადასხვა ადამიანის მეტყველება შეიძლება განსხვავდებოდეს. რაღაც მომენტში ერთი ვარიაცია შეიძლება მეორეზე უფრო პრესტიჟული გახდეს ან შეიძლება განსხვავდებოდეს ასაკზე, კლასზე ან სქესზე დაყრდნობით. შესაბამისად, რაც უფრო მეტი ვარიაციის აღწერის შესაძლებლობა ექნება ენათმეცნიერს მით უკეთესია.
ენობრივი მასალის საველე პირობებში მოპოვება აძლევს ენათმეცნიერს შესაძლებლობას პასუხი გასცეს არა მხოლოდ ფუნდამენტალურ კითხვებს: ენის გამოყენების შესახებ, მსგავსი და განსხვავებული ნიშნების შესახებ, კულტურისა და საზოგადოების თავისებურების შესახებ, არამედ მოახერხოს კომპლექსური და ანალიტიკური პრობლემების გადაწყვეტა, არსებული და ახალი თეორიების გადამოწმება და ა.შ.
Leave a comment