GitHub Desktop
4 commentsGitHub Desktop-ის ინსტალაცია და პროგრამაში შესვლა
- არსებობს GitHub Desktop-ის ვერსიები როგორც 64-ბიტიანი Windows-ისთვის, ასევე mac OS-ისთვის, რომლების გადმოწერა შესაძლებელია შემდეგი ლინკიდან: https://desktop.github.com/. თუ თქვენი სისტემა 32-ბიტიანი Windows-ია, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ლინკი. გადმოწერის შემდეგ, გაუშვით ინსტალაციის პროცესი „Install“ ღილაკზე დაწკაპუნების გზით, შემდეგ კი დააწკაპუნეთ Run-ს;
- გაჰყევით საწყის გვერდს GitHub Desktop-ის თქვენს GitHub ანგარიშთან დაკავშირების მიზნით. ნახავთ „Configure Git“ ველს, სადაც უნდა ჩაწეროთ თქვენი სახელი და ელექტრონული ფოსტა. ელექტრონული ფოსტა უნდა იყოს ის, რომლითაც გაიარეთ რეგისტრაცია GitHub-ზე.
ამის შემდეგ, აგრძელებთ კომპიუტერში თქვენს ფაილებზე მუშაობას იმ პროგრამის გამოყენებით, რომელშიც მუშაობთ (Brackets, Oxygen ან ნებისმიერი სხვა), უბრალოდ, ფაილებს იძახებთ იმ საქაღალდიდან, სადაც განთავსებულია კლონირებული საცავი. GitHub Desktop-ის გამოძახებისას, სისტემა აჩვენებს იმ ცვლილებებს, რომლებიც შეიტანეთ ფაილებში.

დავალების მიცემის (Commit) ბრძანების შესასრულებლად ავსებთ ქვედა მარცხენა კუთხში „Summary (required)“ ველს და ურთავთ განხორციელებული ცვლილების აღწერას „Description“ (სურვილის შემთხვევაში). და მერე, აწკაპუნებთ „Commit to master“ ღილაკს. ამით ხდება შეტანილი ცვლილებების დადასტურება GitHub-ის მთავარ განშტოებაში ატვირთვის მიზნით.

აწკაპუნებთ „Publich branch“-ის ღილაკს, სისტემა აწვდის მასალას GitHub-ს, სადაც როგორც თქვენ, ასევე სხვასაც შეუძლია მისი ნახვა „View on GitHub“-ზე დაწკაპუნების გზით.
GitHub Desktop-ში მუშაობისას, ყველაზე მნიშვნელოვანია ორი ბრძანება „Push” და „Pull“. პირველი აძლევს მონაცემების GitHub-ზე ატვირთვის შესაძლებლობას, ხოლო მეორე - ჩამოტვირთვის.

ამ ორი ბრძანების გამოყენებით შეგიძლიათ მონაცემების საკუთარ კომპიუტერში განახლება და GitHub-ზე სხვებთან გაზიარება.
მასალა მომზადებულია GitHub Desctop-ის ტუტორიალის გამოყენებით.
Leave a comment